საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა საერთო კრება. მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 43 “პროფკავშირების კულტურის სახლი”
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.
დღისწესრიგი
24.10.2015 წელი
10:00-12:00 წევრთა რეგისტრაცია;
12:00-12:15 კრების გახსნა;
12:15-12:30 ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა
12:30-13:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანგარიში
აღმასრულებელი საბჭოს და საგანმანათელბლო საბჭოს მიერ 2015წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
13:00 -13:15 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ანგარიში 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი.
13:15-13:30 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიში
2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლიანა მასიკაშვილი
14:00-14:45 ადვოკატთა ასოციაციის ორდენების მინიჭება.
14:45-15:30 ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება.
15:30-16:15 ადვოკატთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების დებულებაში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება.
16:15-17:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, ადვოკატის მანტიის
შესახებ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.
17:00-18:00 საქართველოს კანონის ,,ადვოკატთაშესახებ” 31 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
დარჩენილი ვადით ეთიკის კომისის 2 ადვოკატი წევრის და 3 არა ადვოკატი
წევრის არჩევა;
18:30 კრების დახურვა
ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში განმეორებითი საერთო კრება გაიმართება იმავე დღეს, 2015 წლის 24 ოქტომბერს 13:00 საათზე მისამართი ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი 43 „პროფკავშირების კულტურის სახლი”, ანალოგიური დღის წესრიგით. კრება უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
პატივცემულო ადვოკატებო და სამოქალაქო საზოგადოების წევრებო, ვინაიდან, ეთიკის კომისის 5 წევრმა დატოვა ეთიკის კომისია(ორი ადვოკატი და 3 არა ადვოკატი წევრი) საერთო კრების თარიღის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში ადვოკატთა ასოციაციის წესდების 1311 მუხლის თანახმად გთხოვთ, ადვოკატთა ასოციაციის სამდივნოში წარმოადგინოთ თქვენი კანდიდატურები ეთიკის კომისიაში ასარჩევად.